გიგა ბოკერია - როცა უნდათ, პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ამხელა ძალაა და ახლა უცებ გაირკვა, რომ ყველა სუბიექტთან ცალკე უნდა იყოს მოლაპარაკება?!

როცა უნდათ, პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ამხელა ძალაა და ახლა უცებ გაირკვა, რომ ყველა სუბიექტთან ცალკე უნდა იყოს მოლაპარაკება?! ეს ხომ არასერიოზულია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური ძალების მიერ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმების საკითხს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისის ორ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელება ნიშნავს, რომ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მხრიდანაც ეს ორი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი, რადგან „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ მოლაპარაკებებში „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ „ძალა ერთობაშიას“ სახელით მონაწილეობდა.

„როცა უნდათ, პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ამხელა ძალა არიან და ახლა უცებ გაირკვა, რომ ყველა სუბიექტთან ცალკე უნდა იყოს მოლაპარაკება?! ეს ხომ არასერიოზულია. „გაერთიანებული ოპოზიციის“ მხრიდან, გარდა დასახელებული ორი კანდიდატისა, კიდევ სხვა სუბიექტი როგორ იქნება წარმოდგენილი?! მაგ სუბიექტის სახელით აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. თუ მაგ კოალიციის რომელიმე ნაწილს პრეტენზია აქვს, პრეტენზია უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იმიტომ, რომ მათი ყველას სახელით აწარმოებდნენ მოლაპარაკებას და ყველას სახელით გააკეთეს განცხადება,“ - განაცხადა ბოკერიამ.

ის ასევე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებას ოპოზიციის მიერ ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირებასთან დაკავშირებით. ბოკერიას თქმით, ორპოლუსიანი სისტემის დახატვა ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდის ამოცანაა.

„ორპოლუსიანი სისტემის დახატვა არის ივანიშვილის პროპაგანდის ამოცანა. ჩვენ ვნახეთ 2018 წლის მეორე ტურის არჩევნები. ამიტომ მას ამაში ხელი არ უნდა შევუწყოთ. თან ეს არ გამოხატავს რეალობას. ოპოზიციაც და ამომრჩეველიც მრავალფეროვანია. ამომრჩეველს უნდა მივცეთ შანსი, რომ მისცეს ხმა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამავდროულად, იმ პარტიას, რომლის ხედვაც მას მოსწონს. ეს არის წარმატების ფორმულა. ყველა სხვა გზავნილი არის ივანიშვილის პროპაგანდის დახმარება, თანაც არასერიოზული. აი რეალისტური პროექტი არის მაჟორიტარებზე კოორდინირება საკვანძო ოლქებში, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს საშუალება, რომელი პარტიაც მოსწონს, მას მისცეს ხმა, თან ივანიშვილის რეჟიმის ფსიქოლოგიური არასტაბილურობის პირობებში, პირველივე ტურში გაირკვეს მათი მარცხი,“ - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო