გიორგი გახარია - ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ ინფიცირების შემთხვევები, შემდგომ ვუმკურნალოთ, რომ ადამიანები სწრაფად დავაბრუნოთ ეკონომიკურ საქმიანობაში

ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ ინფიცირების შემთხვევები, შემდგომ უნდა ვუმკურნალოთ, რომ ადამიანები სწრაფად დავაბრუნოთ ეკონომიკურ საქმიანობაში , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს საქართველოს ბევრ მოქალაქეს ეკონომიკურად უჭირს და მათთვის ყოველდღიური შემოსავლის გაქრობა სერიოზული პრობლემაა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ ეტაპობრივად გავხსენით ეკონომიკა. აქ შეკრების შესაძლებლობა გახლავთ ის, რომ ქვეყანაში შიდა ტურიზმი გაიხსნა, მაგრამ ჩვენს ამოცანას, რაშიც თქვენი დახმარება დაგვჭირდება ვხედავთ იმაში, რომ საქართველომ უნდა შექმნას მაღალი ხარისხის ტესტირების მთელი ქსელი და სისტემა იმისთვის, რომ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენის შესაძლებლობა გვქონდეს, რომ არ გამოგვეპაროს არაფერი მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობები და გადაადგილების თავისუფლება არ არის შეზღუდული. ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ ინფიცირების შემთხვევები, შემდგომ სწრაფად უნდა ვუმკურნალოთ, რომ ადამიანები სწრაფად დავაბრუნოთ ეკონომიკურ საქმიანობაში. ყველამ ჩემზე უკეთ იცით, რომ საქართველო დღეს ჯერ კიდევ არ არის მდიდარი ქვეყანა. ეკონომიკურად საქართველოს საკმაოდ უჭირს, საქართველოს ბევრ მოქალაქეს უჭირს, მათთვის ყოველდღიური შემოსავლის გაქრობა სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, გვესმის პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოსა და მთავრობას აკისრია“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა