პრემიერი - თითოეულ ნაბიჯს ვზომავდით და პირველი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, იყო  მობილობის შემცირება

არათუ პატარა საქართველო, დიდი, ძლიერი, სისტემური ქვეყნებიც, ცალკე აღებული, ამ გლობალურ გამოწვევას ვერ გაუძლებენ, ვერ გაუკლავდებიან და ვერ დაამარცხებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კრიზისი არის კარგი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი სოლიდარობა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ.

"წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ როგორც ტურისტები სტუმრად კახეთში. ყველას კარგად გვესმის, რომ გამოწვევა არის გლობალური, პანდემია არის გლობალური, ის უკვე გადაიზარდა სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში და ყველას კარგად გვესმის, რომ არათუ პატარა საქართველო, დიდი, ძლიერი, სისტემური ქვეყნებიც ცალკე აღებული ამ გლობალურ გამოწვევას ვერ გაუძლებენ, ვერ გაუკლავდებიან და ვერ დაამარცხებენ. ამიტომ ეს უმნიშვნელოვანესი კრიზისი ჩვენი დღევანდელი ცხოვრებისთვის არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი სოლიდარობა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ და ეს არის კიდევ შესაძლებლობა, სადაც პატარა საქართველოს შეუძლია თავისი კიდევ ერთი ფუნქცია შეასრულოს - თვითონ თავის ტერიტორიაზე, თავის სახელმწიფოში, თავის ქვეყანაში სწორად მართოს ის რისკები, რომელიც მოაქვს ვირუსს და ასევე, შეძლოს ვირუსის შეჩერება, შეძლოს შემდგომ მოქალაქეების მკურნალობა და ამით გლობალურად ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს," - განაცხადა გახარიამ.

გახარიამ ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ მართავდა ქვეყანა კორონავირუსს გასული თვეების განმავლობაში.

"მე მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი ჩვენთან. საქართველოში ეს იყო უკიდურესად მოულოდნელი დარტყმა და გამოწვევა. ამ კრიზისის ყველაზე სამწუხარო ნიშანი არის პროგნოზის შეუძლებლობა. შეუძლებელია სისტემურ ცოდნაზე დაყრდნობილი პროგნოზი გვქონდეს, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია ხვალ და ზეგ. ეს არის ყველაზე დიდი მდგენელი ამ კრიზისის, რომელიც ჩვენ ყველას გვაიძულებს, რომ ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი, ვიყოთ უკიდურესად სოლიდარულები და ერთად ვებრძოლოთ ამ გამოწვევას. ჩვენ ამაში დავინახეთ ჩვენი ფუნქცია და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე იყო ისეთი ნაბიჯების მიღება, როგორიც იყო, მაგალითად, ჩინეთთან ფრენების შეჩერება, იტალიასთან ფრენების შეჩერება. მძიმე იყო იმ შეზღუდვების დაწესება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობენ. ამ ყველაფერს ჩვენ ვახორციელებდით გაზომილად. თითოეულ ნაბიჯს ვზომავდით. პირველი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც ალბათ მივიღეთ, იყო მობილობის შემცირება, რათა ჯანდაცვის სისტემაზე პაციენტების სახით დიდი მიწოლა არ ყოფილიყო. შევაჩერეთ სკოლები, სასწავლო პროცესი, ტრანსპორტი... ჩვენ დავაგდეთ ქვეყანაში მობილობა, რამაც შეაჩერა ვირუსის სისწრაფე და მობილობა. ამით მივეცით ჩვენს ჯანდაცვას შესაძლებლობა მომზადებულიყო როგორც მკურნალობისთვის, ასევე ინფიცირების გამოვლენისთვის," - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო