პრემიერი - არცერთი ფუნდამენტური კონსტიტუციური, ადამიანური უფლების უმიზეზოდ შეზღუდვა  ქვეყანაში არ დაფიქსირებულა

ჩვენ ვთვლით, რომ ის გამოცდილება, რომელიც ქვეყანაში ამ ოთხი თვის განმავლობაში დაგროვდა, მოქმედების კონკრეტულ ფორმებად და მოდელებად უნდა გადავთარგმნოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ყვარელში, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის გამოცდილება, რომელიც ქვეყანამ ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მიიღო, არ უნდა დაიკარგოს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყნაში გამოცხადდა, მიუხედავად ყველა იმ აუცილებელი ღონისძიებისა, რომელიც ჩვენ გავატარეთ, ყველა ღონისძიებას თავისი მიზეზ-შედეგობრივი ახსნა ჰქონდა. ეს პირდაპირ იყო მიმართული ეპიდემიის გავრცელებისა და სისწრაფის შენელებისკენ. არცერთი შემთხვევა, არცერთი ფუნდამენტური კონსტიტუციური ადამიანური უფლების შეზღუდვა უმიზეზოდ ამ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. ჩვენ გვესმის, რომ საარჩევნო წელიწადია და პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს. როცა ჩვენ საგანგებო მდგომარეობიდან გამოსვლა დავიწყეთ, კითხვებიდან გამომდინარე, რომელიც საზოგადოებაში ისმოდა, პირველი შემთხვევა იყო, ალბათ, როდესაც მთავრობამ თავის ნებით ანგარიში შეადგინა. სერიოზული ნამუშევარია, რომელიც ქართულად უკვე გამოქვეყნდა და ინგლისურად ხვალ გამოქვეყნდება. ამ ანგარიშში დეტალურად არის განხილული საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯის ახსნა, მისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასაბუთება და ახსნილია ყველაფერი, თუ როგორ ვუყურებთ ჩენ ხვალინდელ დღეს.

ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ გამოცდილება, რომელიც ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მივიღეთ, არ უნდა დაიკარგოს. ამ ანგარიშზე მუშაობის დროს მივხვდით, რომ ქვეყანაში აუცილებელია სერიოზული, საკმაოდ ღრმა კვლევის ჩატარება ეპიდემიის ზეგავლენის ადამიანის სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. ეს შეიძლება, იყოს ადამიანის უფლებები მოწყვლადი ჯგუფების უფლებები და ბავშვების უფლებები. ჩვენ ასევე გვესმის, რომ პანდემიის პიროებებში შეიძლება, არჩევნების ჩატარება მოგვიწიოს. ჩვენ ვთვლით, რომ ის გამოცდილება, რომელიც ქვეყანაში ამ ოთხი თვის განმავლობაში დაგროვდა ჩვენ მოქმედების კონკრეტულ ფორმებად და მოდელებად უნდა გადავთარგმნოთ. ასევე უნდა დავგეგმოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება ჩვენ სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება პანდემიასთან ერთად გავააქტიუროთ, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ საარჩევნო წელია დ ამ ქვეყნისთვის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს