„ბაზრის კლასტერის“ გამო, ჩინეთმა ევროპიდან ორაგულის იმპორტი აკრძალა

ჩინეთმა ევროპიდან ორაგულის იმპორტი აკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პეკინში ახალი, „ბაზრის კლასტერი“ გაჩნდა და ვირუსი „ხინფადის“ ბაზარში, იმპორტირებული ორაგულის დასამუშავებელ დაფაზე აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ორაგული გაყიდვიდან პეკინის ყველა დიდმა სუპერმარკეტმა ამოიღო.

შეგახსენებთ, პეკინის ერთ-ერთი დიდი ბაზრის „ხინფადის“ ათობით თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ხელისუფლებამ ბაზარი დახურა და მიმდებარე ტერიტრიაზე 11 საცხოვრებელ უბანში კარანტინი დააწესა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა