მაიკ პომპეო - აღშფოთებულები ვართ ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითის მიმართ გამოტანილი განაჩენით და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ

აღშფოთებულები ვართ პოლ ველანის მიმართ გამოტანილი განაჩენით და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განახადა, რითაც ის მოსკოვის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეითს ჯაშუშობისთვის 16-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

„აღშფოთებულები ვართ დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც საიდუმლო სასამართლო პროცესსა და მტკიცებულებებს ეფუძნება და პოლ ველანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ ველანი რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში ბრალდებულად ცნო და 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო