კელი დეგნანი - საქართველომ აჩვენა, რომ არა მხოლოდ ერთგულია ნატოს მხარდაჭერისა, არამედ უკვე თავად შეუძლია გაწვრთნას და სერტიფიცირების სწავლება ჩაუტაროს საკუთარ თავდაცვის ძალებს

საქართველომ აჩვენა, რომ არა მხოლოდ ერთგულია ნატოს მხარდაჭერისა, არამედ უკვე თავად შეუძლია გაწვრთნას და სერტიფიცირების სწავლება ჩაუტაროს საკუთარ თავდაცვის ძალებს ამ მისიებში მონაწილეობისათვის , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვაზიანში განაცხადა.

დღეს ამერიკელმა და ქართველმა სამხედროებმა ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის გადასროლისწინა სწავლება დაასრულეს.

„ამ სერტიფიცირების სწავლების ჩატარება კიდევ ერთი ნათელი წერტილია აღნიშნული პროგრამის, რომელიც 10 წელზე მეტს ითვლის. საქართველომ აჩვენა, რომ არა მხოლოდ ერთგულია ნატოს მხარდაჭერისა, არამედ უკვე თავად შეუძლია გაწვრთნას და სერტიფიცირების სწავლება ჩაუტაროს საკუთარ თავდაცვის ძალებს ამ მისიებში მონაწილეობისათვის" , - აცხადებს კელი დეგნანი, რომლის კომენტარსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ამოცანის რეპეტიციის წვრთნა (MRE), ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩატარდა.

მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან ერთად ვაზიანში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო მისიისთვის მომზადების პროცესს გაეცნო, საჩვენებელ სწავლებას დაესწრო და სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებული საერთაშორისო მისია უსურვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს