ნანა ტოხვაძე - მივმართავ სოფიო გორგოძეს, გამოსცადეთ დახურულ სივრცეში 3-4 საათით პირბადით წერა და საუკეთესო შედეგის დადება

„ახალი საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, სოფო გორგოძეს მიმართავს, თავად გამოსცადოს 3-4 საათის განმავლობაში პირბადით წერა და საუკეთესო შედეგის დადება.

მისი შეფასებით, ობიექტური ხელშემშლელი მიზეზებით, ეროვნული გამოცდები ჩაიშლება,

"მაისის დასაწყისიდანვე ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების მეთოდებზე მუშაობს და განიხილავენ სხვადასხვა ვერსიებს. დადგინდა, რომ თერმოსკრინინგის ჩატარება და დისტანციის დაცვა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. თუმცა, რაც მეტი იმსჯელეს, აღმოჩნდა, რომ მეტად ალოგიკური და არაჰუმანური მეთოდების გამოყენების გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. თუ გავითვალისწინებთ ივლისის სიცხეს, გამოცდებში მონაწილეთა ემოციურ ფონს და თანმდევ სტრესულ სიტუაციას 3-4 საათის განმავლობაში პირბადის ტარება უდიდესი გამოწვევაა. მინდა მივმართო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, სოფიო გორგოძეს, გამოუცდია თუ არა საკუთარ თავზე დახურულ სივრცეში, დროის ხანგრძლივ პერიოდში პირბადით აზროვნება, წერა და თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენა? იქნებ ეცადა და აუცილებლად მიხვდებოდა, რომ ამ არაადეკვატური ტექნიკური რეგულაციებით საფრთხეს ვუქმნით აბიტურიენტებს. ფაქტობრივად, ობიექტური ხელისშემშლელი მიზეზებით, ეროვნული გამოცდები ჩაიშლება, ახალგაზრდებს მთელი წლის შრომა წყალში ჩაეყრებათ, რადგან ვერ დაადასტურებენ ცოდნას და ვერ დადებენ სასურველ შედეგებს," - განაცხადა ტოხვაძემ.

ის ასევე გამოცდების ეროვნულ ცენტრს ალტერნატივას სთავაზობს.

"რა იქნებოდა საუკეთესო ალტერნატივა?! 1) აუცილებელად უნდა ათვისებულიყო ღია სივრცეები (სტადიონები, ღია მოედნები) და თუნდაც საღამოს საათებზე გათვლილიყო გამოცდების განრიგი. საფრთხის აცილებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დავიხსნიდით თითოეულ მონაწილეს, დამკვირვებელსა თუ გულგახეთქილ გულშემატკივრებს. 2) თავისუფლად შეგვეძლო პანდეემისგან შექმნილი გამოწვევა მართლაც გვექცია შესაძლებლობად რომ ახალი სტანდარტები დაგვენერგა ამ მიმართულებით. არასტანდარტული და ეფექტური გამოსავლი იქნებოდა ის, რომ დრომოჭმული ეროვნული გამოცდები გაგვეუქმებინა და დაგვეტოვებინა ერთი სარეიტინგო გამოცდა, რის შედეგადაც აბიტურიენტსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაირკვეოდა ვინ, სად და როგორ გააგრძელებდა სწავლას" , - აცხადებს ნანა ტოხვაძე.

განცხადებას "ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო