სუს-ში კომენტარი არ კეთდება, იგეგმებოდა თუ არა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარი არ კეთდება, იგეგმებოდა თუ არა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რამდენჯერმე დაუკავშირდა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ჩეჩენი ეროვნების პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

20:00 საათზე, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბრიფინგს გამართავს, რომელიც სავარაუდოდ, აღნიშნულ საკითხს უკავშირდება.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია ერთი პირი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს