კარლ ჰარცელი - საქართველოს თავადაც შეუძლია, ასწავლოს სხვებს, რაზეც მეტყველებს დღემდე მიღწეული შედეგები

ჩვენ შორის მიმდინარეობს ძალიან სასარგებლო დისკუსიები. ჩვენ ვართ ადგილობრივი ტურისტების პირველი ნაკადის წევრები, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჩვენ ვიმყოფებით ლოპოტაზე, ამ ულამაზეს ადგილზე. დისკუსიები, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ და გავაგრძელებთ, ეხება სერიოზულ საკითხს - კორონავირუსის კრიზისის მართვას, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ და მოსახლეობამ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ასპექტებში თავი გამოიჩინეს.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობამ თავი გამოიჩინეს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ასპექტებში. თუმცა, მთელ მსოფლიოში რისკები ჯერ კიდევ არსებობს: უფრო ვიწრო გაგებით ჯანდაცვასთან დაკავშირებით, მაგრამ უფრო ფართო გაგებით - სოციალური ასპექტების და ეკონომიკის აღდგენის მხრივ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა აქ ყოფნა ჩემს კოლეგებთან ერთად, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ასევე EIB და EBRD წარმომადგენლებთან ერთად, რადგან ჩვენ ამ მუშაობაში მონაწილეობას ვიღებთ, როგორც ევროპის გუნდი. კრიზისის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მთავრობასთან. გვქონდა ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა გააკეთა გამონაკლისი და თავისი წვლილი შეიტანა ამ რთული დროის გადატანაში. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან. დისკუსია, რომელიც ჩვენ გვექნება, შეეხება იმას, თუ რა ვისწავლეთ, რა დასკვნების გამოტანა შეიძლება, რადგან აქ ლაპარაკი არის არა მხოლოდ ეკონომიკაზე, არამედ სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე ზრუნვაზეც, როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები საგანგებო მდგომარეობის დროს. ძალიან მოხარული ვარ, რომ მთავრობამ დაგვპატიჟა ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებების გასაზიარებლად, რადგან ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ გამოცდილებით. ეს ეხება საქართველოსაც, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს თავადაც შეუძლია, ასწავლოს სხვებს, რაზეც მეტყველებს დღემდე მიღწეული შედეგები“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა