აშშ-ის ელჩი - ყოველი არჩევნები უკეთესია, ვიდრე წინა, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაუდასტუროს მსოფლიოს საკუთარი პროგრესი

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველი არჩევნები უკეთესია, ვიდრე წინა და საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაუდასტუროს მსოფლიოს საკუთარი პროგრესი.

„გვაქვს მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო სისტემის რეფორმასთან, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც საზოგადოებრივი განხილვის საგანი. ასე რომ, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, ჩაატაროს თავისუფალი, სანდო, სამართლიანი არჩევნები უჩვეულო გარემოებებში. რამდენადაც ვიცი, გადაწყვეტილება თარიღთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ. უბრალოდ, მთავრობა განიხილავს ვარიანტებს იმ შემთხვევაში, თუკი დაიწყო მეორე ტალღა. ამას სხვა ქვეყნების მთავრობებიც აკეთებენ. ჩვენ ვცხოვრობთ უპრეცედენტო ეპოქაში. დარწმუნებული ვარ, უზრუნველყოფილი იქნება ამ არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა ამომრჩევლის ხმის დაცვა. სწორედ ესაა მიზანი“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო