კელი დეგნანი - მოვუსმენ პრემიერ-მინისტრის მოწოდებას - ეს არის ჩემი ზაფხული, რომელსაც საქართველოს გაცნობაში გავატარებ

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა აქ ყოფნა, როცა საქართველოში ხელახლა იხსნება ტურიზმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლებმა მოუსმინეს პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლებმაც ილაპარაკეს იმ კვლევის შესახებ, რომელიც მთავრობამ განახორციელა, რადგან უზრუნველეყო, რომ ხელახლა გახსნა მიმდინარეობს ფრთხილად და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ, რათა აქ ჩამოსული ტურისტები სრულად ეზიარონ ყოველივე იმას, რისი შეთავაზებაც საქართველოს შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელი ტურისტები მოუთმენლად ელიან საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას.

„ეს იყო ძალიან გრძელი სამი თვე ყველასთვის. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა ვიწყებ სამუშაო მოვალეობების შესრულებას, რადგან ეპიდემია ჩემი ჩამოსვლისთანავე დაიწყო. მაგრამ ის, რის მოწმენიც ჩვენ გავხდით, ყოველთვის გვაერთიანებს ისე, როგორც ეს მხოლოდ კრიზისს შეუძლია. ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულუხვად ეხმარებოდნენ ერთმანეთს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ რა გველის წინ. ვიცი, რომ ამერიკელი ტურისტები მოუთმენლად ელიან საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას. მე პირადად ერთი სული მაქვს მოვიარო საქართველო. ასე რომ, მე ნამდვილად მოვუსმენ პრემიერ-მინისტრის მოწოდებას. ეს არის ჩემი ზაფხული, რომელსაც საქართველოს გაცნობაში გავატარებ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო