აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა. კონკრეტულად კი, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 367 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 3 პაციენტი ემსხვერპლა, გამჯანმრთელდა 156 ადამიანი.

15 ივნისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში სულ 10 324 ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით. მათგან 5 700-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 122 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა. ამჟამად მკურნალობა 4 463 ადამიანს უტარდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა