იტალიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 26 ადამიანი დაიღუპა, რაც თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

გასული დღე-ღამის განმავლობაში, იტალიაში, თებერვლის შემდეგ, პირველად, კორონავირუსით გარდაცვალების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ვირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მთლიანობაში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 34 371 ადამიანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ წინა დღით, გარდაცვლილთა რაოდენობა 67 ადამიანს შეადგენდა.

მედიის ცნობით, 28 თებერვალს 21 ადამიანი გარდაიცვალა, 29 თებერვალს კი - 29 პაციენტი.

იტალიაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 301 ადამიანით გაიზარდა და მათი რაოდენობა 237 290-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 177 010 პაციენტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა