მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4.2 მილიონზე მეტია, - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, პანდემიის გავრცელების დღიდან ვირუსს მსოფლიოში 439 051 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, კვლავ აშშ ლიდერობს, სადაც კოვიდ 19-ის 2 182 950 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია - 118 283 ადამიანი.

მეორე ადგილზეა ბრაზილია 891 556 დაინფიცირებულითა და 44 118 გარდაცვლილით.

ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებით მესამე პოზიციაზეა რუსეთი, სადაც პანდემიის გავრცელების დღიდან დაინფიცირების 537 210 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულთა რაოდენობა კი - 7 091-ია.

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ათეულში ასევე შედიან ინდოეთი (343 026), გაერთიანებული სამეფო (296 857), ესპანეთი (291 189), იტალია (237 290), პერუ (232 992), ირანი (189 876) და გერმანია (188 044).

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო