დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ გერმანიაში ჯარის რაოდენობას ამცირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ-ს გერმანიიდან 9 500-მდე ჯარისკაცი გაჰყავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, გერმანია არ ასრულებს ნატო-ს მოთხოვნას თავდაცვის სფეროს დაფინანსების შესახებ.

„ჩვენ გერმანიას ვიცავთ, ისინი კი ვალდებულებას არ ასრულებენ. ვაპირებთ, ჯარის რაოდენობა 25 000-მდე შევამციროთ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კიდევ ერთი ბრალდება, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიის მიმართ გააჟღერა, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის საკითხს უკავშირება: „ისინი ვაჭრობის საკითხში ძალიან ცუდად გვექცევიან,“- განაცხადა ტრამპმა, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში The Wall Street Journal-მა და Der Spiegel-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიიდან ჯარის ნაწილის გამოყვანას აპირებდა. The Wall Street Journal-ის თანახმად, აშშ გერმანიიდან 9500-მდე სამხედროს გამოყვანას აპირებდა, Der Spiegel-ის ინფორმაციით კი, წლის ბოლომდე გერმანიას 5000-დან 15 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს.

ცნობისათვის, ამჟამად გერმანიაში აშშ-ის 34 000-მდე სამხედროა დისლოცირებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს