დონალდ ტრამპი - თუ ჯონ ბოლტონი თავის წიგნს გამოუშვებს, ის კანონს დაარღვევს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუკი ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი თავის წიგნს გამოაქვეყნებს, ამით კანონს დაარღვევს და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

„ჩემთან, როგორც პრეზიდენტთან გამართული ყველა დიალოგი საიდუმლოა. ასე რომ, თუკი მან დაწერა წიგნი და ეს წიგნი გამოვა, ის კანონს დაარღვევს. ამას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჰქვია,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისათვის, ჯონ ბოლტონის წიგნის : „ადგილი, სადაც ეს მოხდა -თეთრი სახლის მემუარები“- გამოცემა 23 ივნისისთვის იგეგმება. გამომცემლობა Simon & Schuster-ის ინფორმაციით, წიგნში შეიცავს ინფორმაციას ტრამპის „არათანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ“ და ეს არის წიგნი, „რომლის წაკითხვაც ტრამპს არ სურს.“

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს