BBC - ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვართან დემილიტარიზებულ ზონაში შესაძლოა, ჯარი გაგზავნოს

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვართან დემილიტარიზებულ ზონაში შესაძლოა, ჯარი გაგზავნოს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჯონგმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მზადყოფნისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დროა ქვეყანამ სამხრეთ კორეის პროპაგანდისტულ და პროვოკაციულ ნაბიჯებს პასუხი გასცეს.

სამხრეთ და ჩრდილოთ კორეას შორის ურთიერთობა გასულ კვირას კვლავ დაიძაბა. 9 ივნისს, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხის საპასუხოდ, ქვეყანა აშშ-სთან ერთად სამხედრო შეირაღების გაძლიერებას განიხილავს. აღსანიშნავია, რომ კორეის ომის შემდეგ ქვეყნებს შორის ბუფერული ზონა 1953 წლიდან არსებობს.

იხილეთ ვიდეო:BBC - ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვართან დემილიტარიზებულ ზონაში შესაძლოა, ჯარი გაგზავნოს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო