კორონავირუსთან დაკავშირებული მობილური აპლიკაციის შესყიდვაზე 412 000 ლარზე მეტი დაიხარჯა

ჯანდაცვის სამინისტრომ STOP COVID მობილური აპლიკაციის შესყიდვაზე, რომელიც COVID 19-ის ადრეული გამოვლენის მიზნით ორი თვის წინ ამოქმედდა, 400 ათას ლარზე მეტი დახარჯა.

„ინტერპრესნიუსმა“ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მობილური აპლიკაციის შესყიდვაზე 412 116 ლარია დახარჯული.

შეგახსენებთ, STOP COVID აპლიკაცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს გაიგოს იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან, საქართველოში ორი თვის წინ, 16 აპრილს ამოქმედდა. ის ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაცია თითოეული მომხმარებლისთვის ქმნის უნიკალურ ID-ს, რომლის მეშვეობითაც განსაზღვრავს სოციალურ კონტაქტებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძე აპლიკაციის პრეზენტაციაზე განაცხადა, აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე გახადა.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად დიდია საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული აპლიკაციით დაინტერესება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს