გერმანიაში ბოლო 24 საათში “კოვიდ 19”-ის 378 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 9 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირების 378 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 186 839-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს ქვეყანაში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 8 800-ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, გერმანიაში დღემდე “კოვიდ 19”-სგან 173 100 პაციენტი განიკურნა.

ცნობისათვის, პანდემიის გავრცელების დღიდან მსოფლიოში კორონავირუსით 8 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, გერმანია მეცხრე პოზიციას იკავებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს