“ბავშვთა პორნოგრაფიის’’ საქმეზე ავსტრალიის მოქალაქეს 20 წლით, საქართველოს მოქალაქეებს კი 19-19 წლით პატიმრობა მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ე.წ. „ბავშვთა პორნოგრაფიის’’ საქმეზე ბრალდებულებს 20 და 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გააზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ე.წ „ბავშვთა პორნოგრაფიის“ საქმეზე ავსტრალიის მოქალაქე პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები - მ.პ. და ც.მ. დამნაშავედ ცნო.

“საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულები - პ.ლ., მ.პ. და ც.მ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა ეპიზოდში, კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ 5 არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება, გასაღებაში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა და 255-ე მუხლებით. სასამართლოს განაჩენით ავსტრალიის მოქალაქე პ.ლ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს მ.პ-ს და ც.მ-ს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სასამართლო განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო სკოლის მასწავლებელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: "ბავშვთა პორნოგრაფიის" საქმეზე ავსტრალიის მოქალაქეს 20 წლით, საქართველოს მოქალაქეებს კი 19-19 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო