ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილმა, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადა

ვარკეთილის ბაზრობის დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილმა, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადა. დაზარალებულები ამ გზით ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მისვლას და ინფორმაციის მიღებას მოითხოვდნენ.

მოვაჭრეებს გზის გადაკეტვის საშუალება საპატრულო პოლიციამ არ მისცა. მათ მოვაჭრეებს გზის სავალი ნაწილი დაატოვებინეს, რა დროსაც ერთ-ერთი დაზარალებული შეუძლოდ გახდა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაახლოებით 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილმა, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადა

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა