შსს-ს მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალში ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სტრუქტურულ ერთეულში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შენობის გახსნის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ტეფნაძე დაესწრნენ.

უწყების ინფორმაციით, დღეიდან, მოქალაქეები იარაღის რეგისტრაციასა და სანომრე ნიშნებთან დაკავშირებულ სერვისებს ახალ შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღებენ. კერძოდ, აღნიშნულ შენობაში მოხდება იარაღის რეგისტრაცია, ასევე, დაკარგული და დაზიანებული სანომრე ნიშნების შეცვლა-აღდგენა, რაც მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალში ამ დრომდე არ ხდებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თანამშრომლებს გაესაუბრა და ახალ შენობაში სამუშაო პროცესს გაეცნო. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელების დროს სრულად იცავს მთავრობის უწყებათშორისი კომისიისა და ეპიდემიოლოგების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო