მარინა ეზუგბაია - 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევის არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ იძლევა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში ამჟამად 31 პაციენტი მკურნალობს, მათგან 1-ის მდგომარეობა მძიმეა.

„ახალი შემთხვევა არ გვაქვს, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მკვეთრად, 20-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში სულ 141 პაციენტი მკურნალობს. ახალი შემთხვევის არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას, ჩვენ ისე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც ვცხოვრობდით. არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, კვლავ რჩება სოციალური დისტანცირების საკითხი და პირადი მოხმარების დაცვის საშუალებები, პირბადეები. დაუდგენელი წყაროების მოძიება გრძელდება.

გამოჯანმრთელებულები 20-დან 10 ჩვენი ცენტრისაა და 10-ვემ დატოვა ჩვენი ცენტრი. ამ ეტაპზე 31 პაციენტი მკურნალობს ჩვენთან. 1 მძიმე პაციენტი რჩება ჩვენთან, რომლის დინამიკა დადებითია და ვიმედოვნებთ, რომ უკვე ხვალიდან ისიც ამოღებული იქნას მძიმეთა სიიდან და გვეყოლება საშუალო და მსუბუქი პაციენტები”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო:24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევის არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს - მარინა ეზუგბაია

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!