ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანადაცვის სამინისტრო სამედიცინო სექტორის პროკურორიც ხდება და მოსამართლეც, სექტორი კი სამართალს ვერსად იპოვის

მთავრობამ ჯანდაცვის კანონმდებლობაში ცვლილებების ისეთი პაკეტი მოამზადა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ფინანსურ პრობლემებს ჯანდაცვის სისტემაში, აუცილებლად გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების გაკოტრება-დახურვა-შერწყმას, სამედიცინო პესონალის უმუშევრობას ან შემოსავლის შემცირებას და გაზრდის კორუფციის რისკს მაკონტროლებელ ორგანოებში,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მომზადებული ცვლილებებით ჯანდაცვის სამინისტრო არ სჯერდება მარეგულირებლისა და მაკონტროლებლის ფუნქციებს და იმ ფუნქციებსაც ითავსებს, რასაც აქამდე სასამართლო ახორციელებდა.

“იქიდან გამომდინარე, რა ურთიერთობაც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სექტორთან ბოლო წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამინისტრო სამედიცინო სექტორის პროკურორიც იქნება და მოსამართლეც, სექტორი კი სამართალს ვეღარსად იპოვის,” - აცხადებს ჭიაბერაშვილი. მისივე აზრით, შემაშფოთებელია, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები 520-ე დადგენილებით მიღებული ზარალზე საუბრობენ და ამ დროს მთავრობა მათი დასჯის ახალ მექანიზმებს ქმნის.

როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, ახალი კორონავისრუსის ეპიდემიის პირობებში, მთავრობა, პირიქით, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე უნდა ზრუნავდეს და არა მის დასუსტებაზე. ჭიაბერაშვილის თქმით, აქამდე ჯანდაცვის სიტემის "ქართული ოცნების" მიერ 2013 წელს შემოღებული დაფინასების მოდელმა მიგვიყვანა. იგი მიიჩნევს, რომ გამოსავალი არის სადაზღვევო მოდელზე დაბრუნება, რომელიც ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს მათთვის სამართლიან კონკურენციას, პაციენტებისათვის კი - ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას.

“ სამედიცინო სექტორს იმავდროულად სჭირდება გარანტია, რომ სადაზღვევო მოდელზე დაბრუნება მოხდება გააზრებულად, გეგმაზომიერად, ყველასთან შეთანხმებით და ეტაპობრივად და სახელმწიფო იქნება მიუკერძოებელი არბიტრი სადაზღვევო და სამედიცინო სექტორებს შორის და არა დასჯაზე ორიენტირებული პრკურორი”, - ამბობს ჭიაბერაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს