წყალმომარაგების კომპანია - 2020 წელს რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის 67 პროექტისთვის 202 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ამ დროისთვის, 34 მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, წლის განმავლობაში კი დაგეგმილია კიდევ 33 ახალი პროექტის დაწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორებში, კომპანიის მიერ 67 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გულისხმობს როგორც ქსელების, ისე გამწმენდი ნაგებობების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასა და შესრულებას.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, უწყვეტი წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული სისტემით დაახლოებით 779 625 ადამიანი ისარგებლებს. 2020 წელს, ზუგდიდის წყლის სისტემის მშენებლობის დასრულების შედეგად, ქალაქის არსებობის ისტორიაში პირველად, მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 24- საათიანი წყალმომარაგებით. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში შენდება ასევე, წყალარინების თანამედროვე სისტემები და გამწმენდი ნაგებობა. მიმდინარე წელს დასრულდება ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. ამ დროისთვის კი, პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის 70% უკვე გადაყვანილია უწვეტ წყალმომარაგებაზე.

უწყების ცნობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს ასევე მარნეულში, ფოთში, აბაშაში, ოზურგეთში, აბასთუმანსა და თელავში, სადაც წყლის ახალი სისტემების და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (ADB, KfW, EIB) დაფინანსებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებისთვის, კომპანია, 2020 წელს, 134 მილიონი ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 70 მილიონამდე ლარის ათვისებას გეგმავს, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ჯამური ღირებულება კი 1.021.012.916 მლრდ ლარს შეადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა