გრიგოლ ვაშაძე - ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების პირობებში, საქართველო რუსული სპეცსამსახურებისა და პუტინის ტერორისტების თარეშის ველად გადაიქცა

„ოცნებისტების“ მთავრობის შედეგად ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს, - ასეე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის ორგანიზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ვაშაძემ ხელისუფლების მისამართით რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერა, მათ შორის, საგამოძიებო პროცესში ქვეყნის მთავარი მოკავშირეების შესაბამისი უწყებების ჩართვა და სახელწიფოს მხრიდან შემთხვევასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა.

„ძალიან მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ მიწევს - ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების პირობებში, საქართველო რუსული სპეცსამსახურებისა და პუტინის ტერორისტების თარეშის ველად გადაიქცა. შესაბამისი უწყებები, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს უშიშროებაზე ზრუნავდნენ, ოპოზიციის დევნითა და მიყურადებით არიან დაკავებულები და უსაფრთხოების სისტემა სრულიად მოშლილია. კარგად გვახსოვს, როგორ გამოუშვეს ციხიდან „დაეშის“ საველე მეთაური, ახმედ ჩატაევი, როგორ შემოუშვეს შემდეგ უკან საქართველოში, როგორც აცხოვრეს თბილისის ცენტრში, როგორ დააწყებინეს საომარი მოქმედებები, რომელსაც ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. შესანიშნავად გვახსოვს, რამდენიმე დღის წინ როგორ დააკავეს ბათუმში თურქული დაჯგუფება, რომელსაც სამშობლოში იზმირის მერის ლიკვიდაციაში ედება ბრალი. „ოცნებისტების“ მთავრობის შედეგად, ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს. ეს გუშინდელმა ფაქტმაც დაადასტურა.

პირველ რიგში, სოლიდარობას ვუცხადებთ „მთავარს“, გიორგი გაბუნიას და ყველა თავისუფლების მოყვარულ ჟურნალისტს, რომელიც ამ არხზე მუშაობს. მოვითხოვთ, მაქსიმალურად სწრაფად, დეტალურად გასაჯაროვდეს ამ დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია, საჯაროობა აუცილებელია, რადგან მოქალაქის ნდობა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ არის ნულზე დასული. ზუსტად დადგინდეს არა მარტო ამ დანაშაულის შემსრულებელი, არამედ ორგანიზატორები და დამკვეთები, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოსთვის. მეოთხე, ხელისუფლებამ დააფიქსიროს მკაცრი და შეუვალი პოზიცია ამ დანაშაულზე და არ დაიმალოს ისე, როგორც იმალება მაშინ, როდესაც საქმე რუსეთის ფედერაციას ეხება. ბოლოს, კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოძიებაში ჩართონ ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მოკავშირეების შესაბამისი უწყებები იმიტომ, რომ ხელისუფლების გამოძიებისადმი ნდობა არის ნულზე დასული,“- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს