ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ანტიკრიზისული ბიუჯეტი ფინანსთა მინისტრს უნდა წარედგინა

რატომ არ აკეთებს ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენას ფინანსთა მინისტრი?- ამ კითხვით მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან კობერიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს, რომელმაც კომიტეტის სხდომაზე მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტი წარადგინა.

ლევან კობერიძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით პოლიტიკური კითხვები უნდა ჟღერდებოდეს და ამიტომ მიიჩნევს, რომ კომიტეტზე პროექტი ფინანსთა მინისტრ, ივანე მაჭავარიანს უნდა წარედგინა.

„რატომ არ აკეთებს ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენას ფინანსთა მინისტრი? ამ შემთხვევაში სიტუაციიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეკონომიკის კომიტეტში ფინანსთა მინისტრი უნდა იყოს იმიტომ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობების თემებიც არის. ეს ბიუჯეტი მხოლოდ ტექნიკურად განსახილველი არაა. თქვენ კი ანტიკრიზისულ ბიუჯეტს არქმევთ, მაგრამ ეს არის კრიზისთან შეგუების ბიუჯეტი და არა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ხედვის ასახვა ციფრებში,“ - განაცხადა კობერიძემ.

კობერიძემ ასევე კითხვა დასვა ყალბი დღგ-ს საქმესთან დაკავშირებით და დაინტერესდა თუ რატომ არაა დაბრუნებული ბიუჯეტში თანხა.

„მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მსგავსი ყალბი აქტივის შექმნა მაღალჩინოსნების ხელშეწყობის გარეშე ფიზიკურად ვერ მოხდება. არ ვიცი, ფინანსთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა ერთმანეთში გაარკვიონ ვინ ვის მისცა დავალება სად არის 100 მილიონი, რატომ არ ბრუნდება?

ასევე კითხვა მაქვს საგარეო ვალთან დაკავშირებით. ლარის კურსის მერყეობის შემთხვევაში, ეკონომიკის მინისტრი კი სიამაყით აცხადებს ხოლმე, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, თუ დაინახა რომ ლარი ოდნავ მყარდება. მერე რომ გარბის კურსი, არავინ კომენტარს არ აკეთებს. თუკი კურსის გამო ვალის ზღვრის გადაჭარბება მოხდება რა დაზღვევის მექანიზმი გვაქვს?“ - განაცხადა კობერიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს