გიორგი კაკაურიძე - ანტიკრიზისული ბიუჯეტი საზოგადოების წინაშე განხილულია უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე და დღეს პარლამენტში ხდება მისი ტექნიკურ დონეზე წარდგენა

“ანტიკრიზისულ ბიუჯეტში გათვალისწინებული თითოეული ღონისძიება საზოგადოების წინაშე წარმოდგენილია ხელისუფლების ერთიანი გუნდის მიერ და დღეს ჩვენ სწორედ ტექნიკურად წარმოვადგენთ ანტიკრიზისულ გეგმას, რაც განიხილებოდა თვენახევრის განმავლობაში“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ წარადგენს ანტიკრიზისულ ბიუჯეტს ფინანსთა მინისტრი.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტში დეტალურადაა გაწერილი როგორც განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ასევე, ის ხარჯები, რომელიც აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შემდგომი დაფინანსებისთვის.

„პოლიტიკური გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია უმაღლეს დონეზე და უმაღლესი თანამდებობის პირების მიერაა წარმოდგენილი საზოგადოების წინაშე, მე დღეს იმიტომ ვარ პარლამენტში, რომ ეს ყველაფერი ტექნიკურად აისახოს ბიუჯეტში, წარმოვადგინო თქვენ წინაშე და ვიმსჯელოთ შენიშვნებზე, ასევე, მზად ვარ დამატებით გიპასუხოთ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ კითხვებზე“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა