გია ვოლსკი - როცა ისმის კითხვა: რას იზამთ, თუ ვირუსი გავრცელდა და საზოგადოებას სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა? პასუხი ერთადერთია - უნდა მივიღოთ ზომები, რაც კონსტიტუციითაა გაწერილი

როდესაც დაისმის შეკითხვა: რას იზამთ, თუ ვირუსი გავრცელდა და საზოგადოებას სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა? რა უნდა უპასუხოს ამაზე პარლამენტარმა?! ერთადერთი პასუხია, რომ უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც კონსტიტუციითაა გაწერილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ არჩევნების თარიღის შესაძლო გადაწევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ძალიან პოზიტიური რეიტინგი აქვს.

„მითუმეტეს, ამ კარგი ორგანიზატორული თვისებების გამო, რაც ხელისუფლებამ გამოავლინა ამ ურთულეს პირობებში, მაგრამ აქ არაფერია გულზე მჯიღის სარტყმელი. ჩვენი მთავრობა პროფესიონალურად, მაღალ დონეზე მოქმედებს, ისე, როგორც უნდა იმოქმედოს. გამოჩნდა, რომ არავითარი კულისებს მიღმა მმართველობა არ არსებობს. გამოჩნდა, რომ არის გუნდი, ყველა დარგი ასრულებს თავის ამოცანას და ა.შ. როდესაც ამ ვითარებაში დაისმის შეკითხვა: რას იზამთ, თუ ვირუსი გავრცელდა და საზოგადოებას სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა? რა უნდა უპასუხოს ამაზე პარლამენტარმა, იქნება ის "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს", "ქართული ოცნების" თუ "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი?! ერთადერთი პასუხია, რომ უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც კონსტიტუციითაა გაწერილი. თუ კონსტიტუციაში წერია, რონ საგანგებო ვითარების შემთხვევაში არჩევნები უნდა გადაიდოს, რასაკვირველია, ისე იმოქმედებს ნებისმიერი სახელმწიფო და არამხოლოდ საქართველო. თუ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ყველა უნდა დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას. ეს არ იქნება "ქართული ოცნების" პარტიული გადაწყვეტილება. ეს იქნება მეცნიერულ კვლევაზე დამყარებული გადაწყვეტილება. ასეთ ბანალურ შეკითხვაზე ამხელა სპეკულაციის აგება იმ ადამიანების ხასიათს გამოავლენს, ვისაც აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია 2008 წლის კრიზისის შემდეგ. ერთი დამისახელოს ვინმემ, რომელ სოციალურ პროგრამას მოხმარდა თანხა, ან იყო თუ არა რეალური შემწეობა იმ ხალხისთვის, ვინც დაკარგა სამუშაო, გაჩერებული მშენებლობისთვის, დანგრეული ბიზნესისთვის. რამე გაკეთდა საერთოდ იმ ხალხის მიერ, ვინც დღეს ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ? არა! ნული!" - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო