ირაკლი აბესაძე - ხელისუფლებას ეშინია საზოგადოებრივი პროტესტის და ამის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკურ იარაღად იყენებს სამართალდამცავებს, მერიის წარმომადგენლებს

ჩვენ კარგად ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც ეშინია საზოგადოებრივი პროტესტის და ამის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკურ იარაღად იყენებს სამართალდამცავ ორგანოებს და თბილისის მერიის წარმომადგენლებს, რომლებიც აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილებებით ათასობით ლარით აჯარიმებენ ამ ადამიანებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია 20 ივნისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას მიიღებს.

როგორც აბესაძე აღნიშნავს, „ხელისუფლება გასული წლის 20 ივნისს საზოგადოებაზე დაწყებულ ძალადობას კვლავ აგრძელებს ძალადობრივი პროცესით“.

„ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის თვალების ამოთხრას და ჟურნალისტების მძიმედ დაშავებას აპროტესტებდნენ, მუდმივად ძალადობრივად უპირისპირდება ხელისუფლება. ეს დაპირისპირებაა უკანონო დაკავებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სასამართლომაც ასეთად აღიარა, სხვადასხვა ტიპის ჯარიმები და პროვოკაციები. ახლაც ერთი მხრივ, ღიმილის მომგვრელია და მეორე მხრივ, შემაშფოთებელია, როგორ ძალადობს ხელისუფლება ამ ადამიანებზე. ხელისუფლების საქმიანობის სამართლებრივი შეფასების მცდელობა არის უბრალოდ აბსურდი და არასაჭირო. ჩვენ კარგად ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც ეშინია საზოგადოებრივი პროტესტის და ამის საწინააღმდეგოდ პოლიტიკურ იარაღად იყენებს სამართალდამცავ ორგანოებს და თბილისის მერიის წარმომადგენლებს, რომლებიც აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილებებით ათასობით ლარით აჯარიმებენ ამ ადამიანებს. ასე საზოგადოების პროტესტის ჩახშობა და განელება არ ხდება. ასე იქცევიან ჩამოყალიბებული ავტორიტარული რეჟიმები, რომლებსაც უნდათ მიჩქმალონ ის საფუძველი და მიზეზი, რის გამოც საზოგადოება აღშფოთებულია და არ იზრუნონ იმაზე, რომ გამოასწორონ აღშფოთების საფუძველი. როგორც გასული წლის 20 ივნისიდან მოყოლებული, „ევროპული საქართველო“ კვლავ დაესწრება იმ აქციებს, რომლის ორგანიზატორებიც არიან საზოგადოებრივი ჯგუფები, 20 ივნისს დაგეგმილ აქციაში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, პეკინის გამზირზე ისინი გუშინ სტენსილების გაკვრის გამო დააჯარიმეს. მათი თქმით, ისინი გასულ წელს, 20 ივნისს მომხდარ მოვლენებს აპროტესტებდნენ. მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელის განცხადებით კი, სამოქალაქო აქტივისტები ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის დაჯარიმდნენ.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას