შს მინისტრის მოადგილემ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა ინიციატივით სექსუალური შევიწროების თემაზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა ინიციატივით სექსუალური შევიწროების თემაზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების, მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების თაობაზე.

„ნინო ცაციაშვილის განმარტებით, სექსუალური შევიწროების კანონის ამოქმედებიდან ერთ წელიწადში სამართალდარღვევის 20 ფაქტი გამოვლინდა, რაზეც 21 პირი იქნა სამართალდამრღვევად ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ტრენინგებისა და სამართალდამცავ უწყებებთან რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, როგორც დამოუკიდებლად, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, სექსუალური შევიწროების თემაზე სამართალდამცავთა ცნობიერების ამაღლებას და გადამზადებას აქტიურად ახორციელებს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სექსუალური შევიწროების თემაზე გამომძიებელთათვის შემუშავებულია სახელმძღვანელო რეკომენდაცია, რომელიც სამართალდამცავებს სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოკვეთასა და მათზე სათანადო რეაგირებაში დაეხმარება.

ნინო ცაციაშვილმა ყურადღება გაამახვილა საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რეაგირებისას პოლიციის მნიშვნელოვან როლზე და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს სექსუალური შევიწროების თემაზე სამართალდამცავთა გადამზადებასა და განახორციელებს მათი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო