ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთათვის ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო

16 ივნისიდან ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მსმენელთა ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სპეციალურად რეგისტრაციისთვის სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეიქმნა პლატფორმა, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს ონლაინ რეგისტრაციის გავლას. აღნიშნული პროცედურის შესასრულებლად მსურველებს აქამდე სასწავლო ცენტრებში მისვლა და სპეციალური სარეგისტრაციო ბლანკის შევსება უწევდათ.

„ონლაინ რეგისტრაციისთვის არ არის განსაზღვრული კონკრეტული ვადა. სასწავლო პროცესი დაიწყება ჯგუფების დაკომპლექტებისთანავე. სახელმწიფო ენის არმცოდნე ბენეფიციარებს რეგისტრაციის პროცესში სკოლის თანამშრომლები დახმარებას ონლაინ გაუწევენ.

ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: http://www.zspa.ge/geo/registration

აღნიშნული სიახლე განხორციელდა ჟვანიას სკოლის „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფარგლებში.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს 3 რეგიონში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) განთავსებულ 11 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა და მიმდებარე სოფლებსა და ქალაქებში არსებულ მობილურ ჯგუფებში. პროგრამა ხორციელდება თბილისშიც.

2014 წლიდან დღემდე სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით ისარგებლა 17 ათასამდე ბენეფიციარმა. კურსი განხორციელდა საქართველოს 4 ქალაქში, 140 სოფელსა და 7 სამხედრო ბაზაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა