უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის ვებინარი გაიმართა

15 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლებისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკის საკითხებზე ვებინარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უზენაესი სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი უძღვებოდა, რომელმაც ისეთ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა, როგორიც ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლების ფარგლებში სასამართლოს 2019-2020 წლების პრეცედენტული გადაწყვეტილებებია.

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, შეხვედრა ევროპის საბჭოს პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლის- სამართლებრივი ასპექტები“-ს ფარგლებში გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო