კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ითხოვს, საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე დროული და დასაბუთებული ინფორმაცია გაასაჯაროონ

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიმართავს საქართველოს მთავრობას სათანადო რეაგირებისათვის და ითხოვენ, საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე დროული და დასაბუთებული ინფორმაცია გაასაჯაროონ.

როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, გავრცელებულ ინფორმაციაზე დროული და სათანადო რეაგირებით ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

„კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს მთავრობას სათანადო რეაგირებისათვის და ვითხოვთ, საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე დროული და დასაბუთებული ინფორმაცია გაასაჯაროონ.

„მთავარი არხის” ინფორმაციით, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. თუმცა ამ დრომდე უცნობია ხელისუფლების ხედვა ჟურნალისტის და მედიასაშუალების დაცვის გარანტიების შესახებ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. ტელეწამყვანის სიტყვები ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც გააპროტესტეს. „რუსთავი 2"-ის მაშინდელი წამყვანის გინება უარყოფითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცა. გაბუნიას გინებას უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა კი გიორგი გაბუნიას გადამალვა ურჩია, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს“.

ჩვენ არაერთხელ შევახსენეთ საქართველოს მთავრობას, რომ ჟურნალისტების უფლებების პატივისცემა და დაცვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანაა. გავრცელებული ინფორმაციაზე დროული და სათანადო რეაგირებით ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო