მამუკა მდინარაძე - თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა, ეს მაჟორიტარულ ოლქებში „ქართული ოცნების" გამარჯვებას კიდევ უფრო გააადვილებს

ნებისმიერ შემთხვევაში, "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად, გარანტირებულად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ ოპოზიცია მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა, ეს "ქართული ოცნების" გამარჯვებას კიდევ უფრო გაამარტივებს.

"ნებისმიერ შემთხვევაში, "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად, გარანტირებულად გაიმარჯვებს, მაგრამ თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა, ეს "ქართული ოცნების" გამარჯვებას კიდევ უფრო გააადვილებს მაჟორიტარულ ოლქებში, პირველივე ტურში. თუ ერთი საერთო წარმომადგენელი ეყოლებათ, ამ შემთხვევაში, მეორე ტური ვეღარ და აღარ იქნება და მინიმუმ 60%-იანი რეიტინგით დავასრულებთ არჩევნებს პირველივე ტურებში, მათ შორის თბილისში. რაც არ უნდა ქნან, რეიტინგები და განწყობა მეტყველებს იმაზე, რომ წააგებენ. შეიძლება, ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში ზოგ ადგილას მეორე ტურები დაგვჭირდეს მაჟორიტარული არჩევნების მოსაგებად, მაგრამ თუ საერთო კანდიდატებზე შეთანხმებდებიან, ყველაფერს კიდევ უფრო გაგვიადვილებენ, რადგან პირველივე ტურში დამარცხდებიან,"- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო