მამუკა მდინარაძე - პიარული თავხედობის პიკია, როდესაც "ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი ამბობს: მე საქმეს გავაფუჭებ, შევეცდები სხვასაც გავაფუჭებინო და მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" საქმეს არ გააფუჭებს, მაინც მათი ბრალი იქნებაო

პიარული თავხედობის პიკი ჰქვია, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი კლასტერი ამბობს: მე საქმეს გავაფუჭებ, შევეცდები სხვასაც გავაფუჭებინო და მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" საქმეს არ გააფუჭებს, მაინც მათი ბრალი იქნებაო , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის საკითხს.

მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი კონსტიტუციური კანონის პროექტს მხარს დაუჭერს.

"მთლიან პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ გუნდის ყველა წევრი მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ ვერც "დამოუკიდებელი დეპუტატების" და ვერც სხვა ფრაქციების ნაცვლად ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას. მათი გადასაწყვეტია მხარს დაუჭერენ თუ არა. ძალიან კარგია, რომ მათმა იმ რაოდენობამ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად არის საჭირო, უკვე დააფიქსირა, რომ მხარს დაუჭერენ. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდება. ჩვენი პასუხისმგებლობა სრულად გვაქვს გათავისებული და მთლიანად დაუჭერს გუნდი მხარს.

პიარული თავხედობაა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი კლასტერი ამბობს: "თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ და "ქართული ოცნება" დაუჭერს, მაგრამ მაინც ჩავარდება, ეს "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა იქნება." ანუ ისინი ამბობენ: "მე საქმეს გავაფუჭებ, შევეცდები სხვასაც გავაფუჭებინო და მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" საქმეს არ გააფუჭებს, მაინც მათი ბრალი იქნებაო. პიარული თავხედობის პიკია ეს" , - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა