ლევან გოგიჩაიშვილი - თუ კამპანიისას იმგვარი შეზღუდვები იქნება დაწესებული, რომელიც გავრცელდება ჩემზე და არ გავრცელდება პრემიერზე, უმრავლესობის დეპუტატებზე, მერებსა და გუბერნატორებზე, არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება

თუ წინასაარჩევნო კამპანიის დროს იმგვარი შეზღუდვები იქნება დაწესებული, რომ ეს შეზღუდვა გავრცელდება ჩემზე და არ გავრცელდება მაგალითად, პრემიერ-მინისტრზე, უმრავლესობის დეპუტატებზე, მერებსა და გუბერნატორებზე, ბუნებრივია, არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება , - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა როდის ჩატარდება არჩევნები, არამედ - როგორ.

"ჩვენთვის ჩატარდება, რა პირობები იქნება ამისთვის დაცული, რომ თანაზიარობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენი პოტენციალის გამოყენება მაქსიმალურად შევძლოთ. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი. მე თუ ჩამკეტეს, თუ ვერ ვიარე და ვერ დაველაპარაკე მოქალაქეებს, არ მექნა შესაძლებლობა, გამოვიყენო ის პოტენციალი, რაც გამაჩნია, მაშინ ეს არჩევნები ძალიან მძიმე იქნება, ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. შეიძლება ხელისუფლებამ გადააგოროს ერთი-ორი თვით, მაგრამ დაბალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება ყოველთვის არის იმ რისკის მატარებელი, რომ ის შეიძლება სხვაგვარა შეიცვალოს.

თუ წინასაარჩევნო კამპანიის დროსიმგვარი შეზღუდვები იქნება დაწესებული, რომ ეს შეზღუდვა გავრცელდება ჩემზე და არ გავრცელდება მაგალითად, პრემიერ-მინისტრზე, უმრავლესობის დეპუტატებზე, მერებსა და გუბერნატორებზე, ბუნებრივია, არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა