სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციის წევრს გაგიკ ცარუკიანს დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა

სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციური პარტიის, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ გაგიკ ცარუკიანს დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა, - ინფორმაციას ამის შესახებ Armenpress.am-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ცარუკიანისთვის უფლებამოსილების შეჩერებას 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი არავინ წასულა.

აღსანიშნავია, რომ ფრაქციების, „გაბრწყინებული სომხეთისა“ და „აყვავებული სომხეთის“, წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

შეგახსენებთ, გაგიკ ცარუკიანისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შუამდგომლობით პარლამენტს სომხეთის გენერალურმა პროკურორმა არტურ დავთიანმა მიმართა. ცარუკიანს პროკურატურა „ფულის გათეთრებასა“ და არჩევნების დროს ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშულებს. ოპოზიციონერი დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა