დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - საქართველოში, 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით, კორონავირუსით მედიცინის 119 მუშაკი დაინფიცირდა, რაც რეგისტრირებული შემთხვევების 14,4%-ია

საქართველოში, 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით, კორონავირუსით მედიცინის 119 მუშაკი დაინფიცირდა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (829) 14,4%-ს შეადგენს, მათ შორის 84,9% (101 შემთხვევა) არის სამედიცინო პერსონალი და ხოლო 15,1% (18 შემთხვევა) - ტექნიკური პერსონალი.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეორე ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობას ასახავს.

ამავე დოკუმენტის თანახმად, დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდან (101 პირი) ერთი შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი COVID-19.

„შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში 100 ადამიანს შეადგენს, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 12,06%-ია. ხსენებული რაოდენობიდან ლეტალურად დასრულდა 1 შემთხვევა (ექთანი ქალი, 70 წლის, ქვემო ქართლი), სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას დაინფიცირებულ სამედიცინო პერსონალში ლეტალობამ 1% შეადგინა. შემთხვევათა განაწილება პროფესიული ჯგუფების მიხედვით ასეთია: ექთანი - 58% (58 შემთხვევა); ექიმი - 31% (31 შემთხვევა); უმცროსი სამედიცინო პერსონალი - 10% (10 შემთხვევა); ექიმი-ეპიდემიოლოგი - 1% (1 შემთხვევა). ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის უდიდეს ნაწილს (84%) ქალები წარმოადგენენ.

დაავადებულთა საშუალო ასაკი 41 წელია, ასაკობრივი დიაპაზონი - 19 - 72 წელი. ანალიზმა აჩვენა, რომ ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის ყველაზე მაღალი წილი აპრილში დაფიქსირდა. უმეტესად ინფიცირებულია კოვიდ კლინიკების სამედიცინო პერსონალი“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი საზოგადოებაში დაავადების გავრცელების მიზეზი ხდება, რაც მოხდა ე.წ. „საბურთალოს კლასტერის“ შემთხვევაში.

„ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი გახდა შემდგომი 27 შემთხვევის ინფიცირების პირველადი წყარო. კლასტერის პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა 2020 წლის 27 მაისს, PCR კვლევის შედეგად. სეროლოგიური კვლევით (ELISA-მეთოდი) ინდექს შემთხვევად იდენტიფიცირებულ იქნა მედიცინის მუშაკი. ეპიდკვლევამ გამოავლინა მრავლობითი ახლო კონტაქტი, რომლებიც კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებულნი. კონტაქტების მიდევნებისას 28-30 მაისს იდენტიფიცირებულ იქნა დამატებით 13 და 8 შემთხვევა, შესაბამისად, მეორეული შემთხვევების ეპიდკვლევითა და მიდევნებით დამატებით გამოვლინდა კიდევ 5 შემთხვევა, რომლებიც კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში. დადასტურებული 28 შემთხვევიდან 4 არის 16 (18) წლამდე და 1 - 80 წელზე უფროსი ასაკის. სულ, 11 ივნისისთვის, „საბურთალოს კლასტერი“ მოიცავს 28 დადასტურებულ შემთხვევას. კონტროლის ღონისძიების ფარგლებში მოძიებული და ლაბორატორიულად გამოკვლეული იქნა 211 კონტაქტი. კარანტინში გადაყვანილი იქნა 106 პირი. თვითიზოლაციაში მყოფი 92 პირის მონიტორინგი განხორციელდა შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მიერ. აღნიშნულ კლასტერში შემავალი შემთხვევების 82,1% (23/28) ხასიათდება მსუბუქი მიმდინარეობით. ანგარიშის მომზადების პერიოდისთვის მხოლოდ ერთ შემთხვევაში (3,6% - 1/28) აღინიშნა კრიტიკულად მძიმე კლინიკური მიმდინარეობა (პაციენტი მამაკაცი, 48 წლის, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე)“,- ნათქვამია დოკუმენტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა