ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ჩორჩანასთან ქართული მხარის დამატებითი საპოლიციო პუნქტის გახნის შესახებ იუწყება

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი დასახლებულ პუნქტ ჩორჩანასთან საქართველოს პოლიციის კიდევ ერთი დამატებითი პუნქტის გახსნის შესახებ იუწყება.

მათი ინფორმაციით, ახალი პუნქტი სოფელ წნელისთან არის განთავსებული, სადაც, სულ მცირე, ხუთი პოლიციელია ფიქსირებული.

ცხინვალის КГБ აღნიშნავს, რომ „საზღვრისპირა“ ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, თბილისმა სამკილომეტრიანი ასფალტირებული ბროლოსანი-ჩორჩანას გზის მშენებლობის შესახებ განაცხადა, რაც, დე ფაქტო უწყების განცხადებით, ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დამატებითი ძალებისა და საშუალებების დისლოცირება.

მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტ აბისში განთავსებულია ჰოსპიტალი კორონავირუსით დაავადებულთათვის.

КГБ 12 ივნისს, 8:55 საათზე ახალგორთან ახლოს ქართული მხარის თვითმფრინავის სადაზვერვო ფრენის შესახებ იუწყება და აცხადებს, რომ ამოქმედებული ცხელი ხაზის მიუხედავად, არც ქართული მხარისგან და არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან ამ ფრენის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა