ქაშმირის რეგიონში, ლადახშის პროვინციაში ჩინეთის ძალებთან შეტაკების შედეგად დაღუპული ინდოელი ჯარისკაცების რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ინდოეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინდოეთის არმია თავდაპირველად სამი გარდაცვლილის შესახებ აცხადებდა, თუმცა მოგვიანებით, ოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა, რადგან ჯარისკაცები მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ.
აღსანიშნავია, რომ ქაშმირის რეგიონი როგორც ინდოეთსა და პაკისტანს, ასევე ინდოეთსა და ჩინეთს შორის დავის საგანს ათეულობით წელია წარმოადგენს.
ქვეყნები ერთმანეთს ქაშმირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 38 000 კვ.კმ. ტერიტორიას ედავებიან. 1962 წელს ქაშმირის კუთვნილებასთან დაკავშირებით ინდოეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო დაპირისპირება მოხდა.