ანა დოლიძე - პოლიტიკურ საქმიანობას როგორც კი შევუდგები, კანონის შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას, მოძრაობა "ხალხისთვის" არის არასამთავრობო ორგანიზაცია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება იუსტიციის საბჭოს წევრს არც ერთი კანონით არ ეკრძალება. ამის შესახებ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, უნდა აკეთებდეს თუ არა საბჭოს წევრი სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებზე განცხადებებს.

ანა დოლიძის განმარტებით, კანონმდებლობით გამიჯნულია პოლიტიკური (საბჭოს წევრისთვის) საქმიანობა, რომლის განმარტებაც არსად არ არის მოცემული. დოლიძის თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრს კონფლიქტი წარმოეშობა თუ ის პოლიტიკურ საქმიანობას შეუდგება".

რაც შეეხება პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს, როგორც დოლიძემ აღნიშნა, ამ ტიპის განცხადებებს, მათ შორის, სასამართლოსთან მიმართებით დიდი ხანია აკეთებს.

მისივე თქმით, პოლიტიკური საქმიანობა მოწესრიგებულია პოლიტიკური აქტივობის შესახებ კანონით, რომელიც პირდაპირ ეხება პოლიტიკურ პარტიებს.

"პოლიტიკურ საქმიანობას როგორც კი შევუდგები, კანონის შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების თავმჯდომარეობას, პირველივე დღიდან, რაც მე იუსტიციის საბჭოში ვარ, ვიყავი და ვაგრძელებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარეობას. მოძრაობა "ხალხისთვის" არის არასამთავრობო ორგანიზაცია.სამართლებრივად, ბოლო დროის განმავლობაში არაფერი შეცვლილა, ამიტომ ახალი საფუძველი არ წარმოშობილა. ყველა განცხადება, რომელიც თუნდაც ეხება სასამართლოში "კლანის" არსებობას, სასამართლო პოლიტიკის შეცვლას, ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს პოლიტიკური განცხადებაა. მსგავსი განცხადებები სასამართლო პოლიტიკასთან დაკავშირებით კეთდება იუსტიციის საბჭოს სხვა წევრებისგანაც.

ჩემი საბჭოში მოსვლის დღიდან, მე ირაკლი შენგელიასთან მქონდა კამათი, როცა ის საშუალებას არ აძლევდა ნაზი ჯანეზაშვილს ხმა ამოეღო. მე ხმამაღალ განცხადებებს ვაკეთებ, მათ შორის, სასამართლოს პოლიტიკის შეცვლასთან მიმართებაში. გასაგებია, რომ ბევრს ეს განცხადება დისკომფორტს ანიჭებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ საზოგადოებაში, ამას უნდა შევეგუოთ", - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს მოუწოდებენ, თუ მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, თანამდებობა დატოვოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს