დონალდ ტრამპი - ამერიკელებმა იციან სიმართლე: პოლიციის გარეშე ქაოსი იქნება, კანონის გარეშე - ანარქია, უსაფრთხოების გარეშე კი კატასტროფა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აღმასრულებელ განკარგულებას პოლიციის რეფორმის შესახებ ხელი მოაწერა. ბრძანება ითვალისწინებს სამართალდამცავების მიერ არასათანადო ქმედებების აღრიცხვას და მათი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას.

პრეზიდენტმა, თეთრ სახლში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ განკარგულების თანახმად, პოლიციელებს „მახრჩობელა ილეთების“ გამოყენება ეკრძალებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პოლიციის ოფიცრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„ამერიკელებმა იციან სიმართლე: პოლიციის გარეშე ქაოსი იქნება, კანონის გარეშე - ანარქია, უსაფრთხოების გარეშე კი კატასტროფა” , - განაცხადა ტრამპმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს