გიორგი გახარია - შევძელით გვემართა ვირუსის გავრცელება ქვეყნის მასშტაბით - დღეს ჩვენ, ქართველებს, შეგვიძლია კრიზისი გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა

მსგავსი სახის გლობალურ გამოწვევას, ვერც ერთი უწყება ცალკე აღებული და ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება, ესაა გუნდური, კომპლექსური მუშაობა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისაც, ყველასი ერთად , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელების მართვა დროში და გეოგრაფიულად.

„როდესაც ვუყურებთ იმ თვალსაჩინო შედეგებს, რომლებიც დღეს გვაქვს, ეს არ არის ის, რომ პანდემია ან ვირუსი დავამარცხეთ, ეს არის უბრალოდ ის, რომ შევძელით გვემართა ვირუსის გავრცელება ქვეყნის მასშტაბით, როგორც დროში, ისე გეოგრაფიულად“ , - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალი პოსტ-პანდემიური მსოფლიო იქნება სხვანაირი და საქართველოს შეუძლია კრიზისი გამოიყენოს შესაძლებლობად.

„ეს იყო ერთობლივი შრომა. როდესაც ვამბობ, რომ ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, ასე იქმნება კოორდინირებული თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება სახელმწიფოს, სხვადასხვა უწყებების, სამოქალაქო სექტორის, ყველასი ერთად, სწორედ, ამას ვგულისხმობ, რომ აქ უბრალოდ შეუძლებელია ვინმემ ცალკე აღებულმა გაიმარჯვოს, კომპლექსური გამოწვევაა. შეუძლებელია საქართველომ ცალკე აღებულმა დაამარცხოს ვირუსი, ეს წარმოუდგენელია, ისევე როგორც შეუძლებელია დააღწიოს თავს ვირუსისგან გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან. ესეც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი შრომის შედეგია. ეს არის ის რასაც ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები. თვალსაჩინოა დღეს, რომ პოსტ-პანდემიური მსოფლიო იქნება სხვანაირი, მისი კონკურენტული გარემო იქნება სხვანაირი და, საერთოდ, გლობალური კონკურენცია სახელმწიფოთა შორის იქნება სხვანაირი და დღეს ჩვენ, ქართველებს, იმის გამო, რომ ეს 4 თვე საკმაოდ ეფექტურად გავიარეთ, შეგვიძლია ეს კრიზისი გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა - ჩვენი წარმატება მომავალ კონკურენტულ გარემოში ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობად, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი მიზანი,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო