ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეადან გაგზავნილი ელჩების მიღებაზე უარს აცხადებს

ჩრდილოეთ კორეა უარს აცხადებს მიიღოს ელჩები, რომლის გაგზავნის ინიციატივაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით გამოთქვა.

„როიტერსის“ ინფორმაციით, პრეზიდენტ მუნ ჯე ინს სურდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩეველი და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სპეციალური წარმომადენლების სტატუსით ჩრდილოეთ კორეაში გაეგზავნა, თუმცა კიმ ჩენ ინის დამ კიმ იონგ უნმა ეს „უტაქტო და მავნე შეთავაზება უარყო.“

„სამხრეთ კორეის ხელისუფლების არაკომპეტენტურობით და უპასუხისმგებლობით გამოწვეული კრიზისი დაძლევა შეუძლებელია და ის მხოლოდ შესაბამისი ფასის გადახდის შემდეგ შეიძლება გადაილახოს,“- ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ ჩრდილოეთ კორეამ სასაზღვრო ქალაქ კესონში მდებარე ჩრდილოეთ-სამხრეთ კორეის სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა, რომელიც 2018 წელს ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა