თურქეთმა ერაყში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ვეფხვის კლანჭი” დაიწყო, - ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქი ჯარიკაცები ჰაფტანინის რეგიონში არიან დისლოცირებული. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციაში ჩართულია თურქეთის სპეციალური დანიშნულების ძალები, საბრძოლო ვერტმფრენები და დრონები.

„ოპერაცია თურქეთის თავდაცვის ლეგიტიმური უფლების ფარგლებში ტარდება და მიმართულია „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და სხვა ტერორისტული ელემენტების წინააღმდეგ,“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლება „ქურთისტანის მუშათა პარტიას” ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო