პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი ინიციატივით გამოდის, ქალთა უფლებების საკითხზე საერთო მანიფესტი შემუშავდეს

პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭო გენერალურ შეხვედრას მართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, სხდომა პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა.

მათივე ინფორმაციით, ევროპის პროფკავშირების ლიდერები და ექსპერტები საერთო ინტერესის არაერთ საკითხზე მსჯელობენ, სადისკუსიო მთავარი საკითხები COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის გათვალისწინებით განისაზღვრა. მონაწილეები ყურადღებას ამახვილებენ შრომის სამყაროს გლობალურ რყევებზე, ვირუსით მიყენებული დარტყმების საპასუხო რეაქციის დაჩქარებასა და ეკონომიკის აღდგენაზე ევროპაში. საუბარი ეხება სამუშაო ადგილების, სოციალური და შრომითი სტანდარტების დემპინგს და კონსერვატიულ და მემარჯვენე პოპულიზმს, რასაც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები და დამსაქმებლები პანდემიას ამოფარებულნი მიმართავენ - პროფკავშირების და დასაქმებულების მიღწევების, მათ შორის კოლექტიური შეთანხმებების, სამუშაო დროის და დასვენების დღეების უგულებელყოფის გზით.

„ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს დააყენა საკითხი, შემუშავდეს საერთო მანიფესტი მთავრობებისადმი ქალთა უფლებების საკითხზე, რადგან შექმნილი მდგომარეობით, განსაკუთრებით, სწორედ ქალები ზარალდებიან. საბავშვო ბაღების, სკოლების და სხვადასხვა სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების დახურვის გამო უამრავი ქალი იძულებული ხდება დარჩეს სახლში და უარი თქვას სამსახურზე, განვითარებაზე, შემოსავალზე და კარიერულ წინსვლაზე.

პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს გენერალურმა მდივანმა ლუკა ვინსენტინიმ კიდევ ერთხელ გაახმოვანა ევროკავშირის მოთხოვნა, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევისთვის გამოყოფილი თანხების განკარგვა პროფკავშირებთან კონსულტაციით და შეთანხმებით უნდა მოხდეს.

,,დემოკრატია და სოლიდარობა ისე სჭირდება მსოფლიოს, როგორც არასდროს“ - გაეროს სახელით ეს გზავნილი შეხვედრის მონაწილეებს მშრომელთა აქტივობების ბიუროს ხელმძღვანელმა მარია ჰელენა ანდრემ გადასცა (ILO ACTRAV). გლობალურ პროფკავშირულ რეაგირებაზე და მის პერსპექტივებზე პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა შარან ბაროუმ იმსჯელა. შეხვედრა დღეს და ხვალ გაგრძელდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო