გიორგი გახარია - საქართველო აშშ-ის ერთგული მოკავშირეა, ვაფასებთ კონგრესის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირეა, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკელ სენატორ დევიდ პერდიუსთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ .

მთავრობის მეთაური აშშ-ის კონგრესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„სენატორ დევიდ პერდიუს ვესაუბრე ჩვენს ორი დიდ ერს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის მზარდი დინამიკის შესახებ, რომელიც არასდროს ყოფილა ამაზე ძლიერი. საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირეა. ვაფასებთ კონგრესის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს