ლევან დავითაშვილმა „გაეროს გლობალური შეთანხმების მე-20 საიუბილეო ლიდერთა ონლაინ სამიტის“ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „გაეროს გლობალური შეთანხმების მე-20 საიუბილეო ლიდერთა ონლაინ სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „კლიმატის ცვლილება და გარდამავალი პერიოდი“ მიიღო მონაწილეობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, დავითაშვილმა დისკუსიის მონაწილეებს კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„კლიმატის ცვლილება სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ეფექტიანი შედეგის მისაღებად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სწორი პოლიტიკით, ქვეყნის შიგნით კერძო სექტორთან, ხოლო ქვეყნის გარეთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან პარტნიორულ თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, საქართველო აქტიურად მუშაობს სათბური აირების შემცირების მიმართულებით“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კლიმატის ცვლილების შერბილების ნაწილში, მინისტრმა ქვეყანაში ენერგეტიკის, სატყეო, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ისაუბრა და ყურადღება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

როგორც სამიტზე აღინიშნა, მსოფლიოში Covid-19-ის გავრცელებით გამოწვეულმა კრიზისმა ცხადყო „ნაცრისფერი ეკონომიკიდან” „მწვანე ეკონომიკაზე” სწრაფად გადასვლის აუცილებლობა.

„ხაზგასმით აღინიშნა ამ პროცესში „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მნიშვნელობა. დისკუსიის ფარგლებში საუბარი შეეხო კლიმატის ადაპტაციის, ენერგიის გადაცემის და ტრანსსასაზღვრო გარემოსდაცვითი პროგრამების წახალისების მნიშვნელობის საკითხებს. „გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას